loader

"ბე, ამას თუ კითხულობ, გემუდარები, დაბრუნდი... ხომ იცი, რომ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე შენ ხარ ჩვენთვის" - თბილისში შუახნის ქალს ეძებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბე, ამას თუ კითხულობ, გემუდარები, დაბრუნდი... ხომ იცი, რომ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე შენ ხარ ჩვენთვის" - თბილისში შუახნის ქალს ეძებენ

თბილისში შუახნის ქალს ეძებენ. ინფორმაციას ქალის შვილიშვილი ნინუცა ტატიშვილი ავრცელებს.

"არ ვიცი, როგორ დავიწყო, მაგრამ ბევრის დაწერას ვერ შევძლებ. უბრალოდ, ძალიან გთხოვთ, ვინმეს სადმე თუ შეგხვდათ თვალი თუ მოჰკარით, ნებისმიერი ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის. ამ ნომრებზე დამიკავშირდით 597 79 66 69; 579 55 26 65...

გუშინ დღის საათებში გავიდა სახლიდან, წერილი დატოვა, რომ ყველას ბოდიშს გვიხდის და გვემშვიდობება. ტელეფონი გათიშა და მის შემდეგ ვეძებთ პოლიციასთან ერთად.

გეხვეწებით, დამეხმარეთ პოვნაში. თუ შეძლებთ, გააზიარეთ, რომ მეტმა ადამიანმა ნახოს. წინასწარ დიდი მადლობა (და ბე, ამას თუ კითხულობ, გემუდარები, დაბრუნდი... ხომ იცი, რომ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე შენ ხარ ჩვენთვის)" - წერს ნინუცა ტატიშვილი.