loader

"ქურდი ბიჭებივით" უნდოდათ - მომიტანე სატენიო; გარეთ გაიყვანეს, 25 ბიჭი დახვდა და სცემეს" -  ახალი დეტალები, რა გახდა ბათუმში მოსწავლეებს შორის დაპირისპირების მიზეზი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქურდი ბიჭებივით" უნდოდათ - მომიტანე სატენიო; გარეთ გაიყვანეს, 25 ბიჭი დახვდა და სცემეს" -  ახალი დეტალები, რა გახდა ბათუმში მოსწავლეებს შორის დაპირისპირების მიზეზი

ბათუმში დაშავებული მოსწავლის თბილისში რეანომობილით გადმოყვანას აპირებენ. როგორც მე-12 კლასელი მოსწავლის დედა ამბობს, მის შვილს სერიოზული დაზიანებები აქვს.

"გარეთ გაიყვანეს, 25 ბიჭი დახვდა და სცემეს. 10 წუთი ბავშვი გათიშული იყო, გონება ჰქონდა დაკარგული. არავის ყურადღება არ მიუქცევია - გათიშული, ტვინის შერყევით... ყბა მოტეხილი და ცხვირი ჩამტვრეული აქვს. ახლა რეანომობილით თბილისში მიმყავს", - ამბობს მოზარდის დედა.

მისივე თქმით, კონფლიქტი ტელეფონის სატენის გამო დაიწყო.

"კონფლიქტი სატენის გამო დაიწყო. "ქურდი ბიჭებივით" უნდოდათ - მომიტანე სატენი, - რა პონტში უნდა მოგიტანო, მოდი და აიღეო ჩემი შვილის სატენზე... ჩემი შვილი ჩამოვიდა დაბლა და რომ ავიდა, იმ ბავშვის ტელეფონი იყო შეერთებული. ჩემმა შვილმა უთხრა, დაუკითხავად რატომ აიღე სატენი ან ჩემი ტელეფონი რატომ გათიშეო. მან დედა შეაგინა, შენი ოჯახიო, შენც და შენი სატენიც აგერ მკიდიხართო. გარეთ დავილაპარაკოთო..." - ამბობს მოსწავლის დედა.

ცნობისთვის, ბათუმში ერთ-ერთი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ერთი მათგანი დაშავდა. შემთხვევა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.