loader

"თვეებია თავს ვიკავებ საჯაროდ საუბრისგან და ის, რაც ვთქვი ამ ცოტა ხნის წინ, ზღვაში წვეთია" - ნიკა მელია კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თვეებია თავს ვიკავებ საჯაროდ საუბრისგან და ის, რაც ვთქვი ამ ცოტა ხნის წინ, ზღვაში წვეთია" - ნიკა მელია კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

"კრიტიკის", ცილისწამებისა და ლანძღვის მოსმენა, როგორც წესი, აღარც კი არა, ვეღარც მიკვირს, მაგრამ ზოგი მეტისმეტად "ნიჭიერი" გამოდგება ხოლმე და მაინც ახერხებს ჩემ გაკვირვებას, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია წერს.

ნიკა მელია ეხმაურება სოსო თოფურიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ნიკა მელიას შენახვა წელიწადში მილიონ-ნახევარი უჯდება.

მელიას თქმით, თოფურიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ არის სიმართლე და თავის დროზე საზოგადოება პირადად მისგან გაიგებს, თუ ვინ და რატომ არის ბინძურ კამპანიაში ჩართული და რა კონკრეტული მიზნები და ამოცანები ამოძრავებთ.

"კრიტიკის ნაცვლად "კრიტიკის", ცილისწამებისა და ლანძღვის მოსმენა, როგორც წესი, აღარც კი არა, ვეღარც მიკვირს, მაგრამ ზოგი მეტისმეტად "ნიჭიერი" გამოდგება ხოლმე და მაინც ახერხებს ჩემ გაკვირვებას. ერთ-ერთი ასეთი "ნიჭიერის" წყალობით "ფეისბუქზე" ტრიალებს კოლოსალური თანხები, რაც თურმე პარტიას ეხარჯება ჩემ შესანახად. ეს "ნიჭიერი" კაცი კი იმდენად "ნიჭიერი" გახლავთ, რომ საზოგადოებას თავისი "საქმენი საგმირონით" ჯერ კიდევ მაშინ გააცნო თავი, სანამ მე პოლიტიკაში ჩავერთვებოდი.

არანაირი 10-ათასლარიანი ხელფასი მე არ მაქვს! საერთოდ არანაირ ხელფასს არ ვიღებ პარტიაში! არანაირ 4 ტონა ბენზინს არ მყიდულობს პარტია და არათუ 12 ათასი ლარი, 12 თეთრიც არ უჯდება ჩემი გადაადგილება. ყოველთვიურად თურმე 41 ათასი ლარი იხარჯება ჩემს უცხოურ ვოიაჟებზე. არასოდეს პარტიის დაფინანსებით არ ვყოფილვარ საზღვარგარეთ! ისე შთამბეჭდავად ახსენებენ დაცვას და მის შესანახად გამოყოფილ 18 ათასს, გეგონება მთელი გუნდი მიცავდეს და არა დაცვის ერთი თანამშრომელი, რომლის შენახვა ზუსტად ცხრაჯერ იაფი ჯდება.

და საერთოდ, სანამ შეკვეთილ პოსტებზე დათანხმდებით, რომელსაც ქოცმედია ისტერიულად დაატრიალებს, კამპანიურ ხასიათს შესძენს და კმაყოფილი დამკვეთი გროშებს გამოიმეტებს, უნდა იცოდეთ, რომ იმ გროშებთან ერთად, საკადრის პასუხსაც მიიღებთ. მჯერა, ხალხი ისედაც მიხვდება, რაც ხდება და რატომაც ხდება, მაგრამ თავის დროზე სრულ სიმართლეს პირადად ჩემგან გაიგებენ, თუ ვინ და რატომ არის ამ ბინძურ კამპანიაში ჩართული და რა კონკრეტული მიზნები და ამოცანები ამოძრავებთ.

თვეებია თავს ვიკავებ საჯაროდ საუბრისგან და ის, რაც ვთქვი ამ ცოტა ხნის წინ, ზღვაში წვეთია და მეტი საუბრისგან მანამ შევიკავებ თავს, სანამ ტყვეობაში არიან სააკაშვილი და გვარამია. განსაკუთრებით, სანამ მიშას ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. თუმცა, საზოგადოებას ვპირდები, რომ თავის დროზე, აუცილებლად ყველაფერზე ვისაუბრებ, ვისაუბრებ მარტივი მიზეზის გამო:

1) სრული სიმართლე იცოდეს ყველამ, რეალურად ვინ რისთვის იბრძვის.

2) მხოლოდ სიმართლით შეიძლება დაამარცხო ივანიშვილის ბოროტება და არა იმ ნაცადი მეთოდებით, რისი წყალობითაც ივანიშვილი ჯერ ხელისუფლებაში მოვიდა და შემდეგ, აგერ, აქამდე ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას.

ვერ მიაღწევენ დასახულ მიზანს, ვერ შესწვდებიან ძეხვს და მათთვის მუდამ პარასკევი იქნება”, - წერს ნიკა მელია.

ასევე იხილეთ: "ეს წუთია მომაწოდეს ინფორმაცია, რამაც ძალიან გამაღიზიანა!" - კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი მიმართვას ავრცელებს