loader

“არმაგედონის პერსპექტივის წინაშე კენედისა და კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ არ ვმდგარვართ! პუტინი არ ხუმრობს, როცა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საუბრობს“ - ჯო ბაიდენი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“არმაგედონის პერსპექტივის წინაშე კენედისა და კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ არ ვმდგარვართ! პუტინი არ ხუმრობს, როცა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საუბრობს“ - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ „კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ“ ყველაზე დიდ რისკს ქმნის.

„პირველად კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ, გვაქვს პირდაპირი მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. კენედისა და კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ ჩვენ არმაგედონის პერსპექტივის წინაშე არ ვმდგარვართ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი არ ხუმრობს, როდესაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის პოტენციურ გამოყენებაზე საუბრობს.

„პუტინი არ ხუმრობს, როცა საუბრობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის ან ბიოლოგიური, ან ქიმიურ იარაღის პოტენციურ გამოყენებაზე, რადგან მისი არმია, შეიძლება ითქვას, იმაზე საგრძნობლად ცუდად ასრულებს დავალებას, ვიდრე მოსალოდნელი იყო“, - აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ის და აშშ-ის ოფიციალური პირები დიპლომატიურ გამოსავალს ეძებენ.

აშშ-ის პრეზიდენტი გულისხმობდა 1962 წლის კრიზისს, რომელსაც შესაძლოა, ბირთვული ომი გამოეწვია. ეს მოვლენები ცნობილია კარიბის კრიზისის სახელითაც. აშშ-ის მიერ თურქეთში საშუალო რადიუსის რაკეტების განთავსების პასუხად, საბჭოთა კავშირმა კუბაზე განათავსა სამხედრო ქვედანაყოფები, რომელთა არსენალში იყო ბირთვული იარაღიც.