"ჰობი ჰქონდათ, რომელ ქვეყანაშიც ჩავიდოდნენ, იმათი ტრადიციებით იწერდნენ ჯვარს და იხდიდნენ ქორწილს" - რატომ გადაწყვიტა იან გილანმა, საქართველოში ექორწინა?
სოციალური ქსელის მომხმარებელი ზაზა ჭელიძე სოციალურ ქსელში მომღერალ იან გილანის საქართველოში ვიზიტს იხსენებს და წერს:
"იან გილანმა 1990 წელს თბილისში ქორწილი გადაიხადა და სიამაყით დავიხოცეთ, გიჟდება ქართულ ტრადიციებზე და ამიტომ გადაწყვიტა თბილისში ჯვრისწერაო. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ის ქალი 1984 წლიდან ჰყოლია ცოლად და ჰობი ჰქონდათ, რომელ ქვეყანაშიც ჩავიდოდნენ, იმათი ტრადიციებით იწერდნენ ჯვარს და იხდიდნენ ქორწილს. ქორწილი არ ვიცი, როგორი იყო და კონცერტი მაგარი იყო. სულ 5 კონცერტი ჩაატარა და ორზე ვიყავი. რამდენი და რა ეგზოტიკური ქორწილები გვაქვს ხელიდან გაშვებული", - წერს ზაზა ჭელიძე.