loader

"ფრთხილად იყავით, მეგობრებო, მართლა ბევრი ადამიანი დაიღუპა და არ ენდოთ არავის, შხამია შემოსული მართლა" - სტეფანე მღებრიშვილი მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფრთხილად იყავით, მეგობრებო, მართლა ბევრი ადამიანი დაიღუპა და არ ენდოთ არავის, შხამია შემოსული მართლა" - სტეფანე მღებრიშვილი მიმართვას ავრცელებს

"დადგა ეს დღეც საქართველოში, აცხადებენ, თუ შემადგენლობა არ იცით, ეგეთი ნარკოტიკი არ მიიღოთო, რაც იცით, ის მიიღეთო ფაქტობრივად", - ამის შესახებ სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მომღერალი საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან ბაზარზე "შხამია შემოსული".

"ადრე, მახსოვს, ამსტერდამში ჩავედი, ალბათ 15 წლის წინ, ან მეტის... ხო და იქ ყველა ეკრანზე იყო რეკლამა: "არ მიიღოთ ისეთი ნარკოტიკი, რისი შემადგენლობაც არ იცით". ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, თან ჩვენი ქვეყნიდან ჩასული, სადაც ნარკოტიკების მოხმარებაზე ციხეში ალპობდნენ. ჩემთვის ვფიქრობდი, რა უცნაური თხოვნაა, ანუ მიიღეთ ნარკოტიკი, ოღონდ რაც იცით ის, უცხო დილერებისგან არ იყიდოთო, მაგრამ ნაცნობებისგან იყიდეთო... ვა, ვფიქრობდი, სად არაინ ესენი გასულები...

კი დადგა ეს დღეც საქართველოში, აცხადებენ, თუ შემადგენლობა არ იცით, ეგეთი ნარკოტიკი არ მიიღოთო, რაც იცით ის მიიღეთო ფაქტობრივად... წავსულვართ წინ...მეც მგონია, რომ კატეგორიული აკრძალვა ყოველთვის უარყოფითად მუშაობს. უნდა აუხსნან ადამიანებს სწორად. ფრთხილად იყავით, მეგობრებო, მართლა ბევრი ადამიანი დაიღუპა და არ ენდოთ არავის, შხამია შემოსული მართლა", - წერს სტეფანე მღებრიშვილი.

ცნობისთვის, კლუბურ ნარკოტიკში მკვლელი ნივთიერება - ფენტანილი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ორგანიზაცია "მანდალა" ავრცელებს. მათი ცნობით, მკვლელი ნივთიერების გამოყენების დროს სიკვდილის რისკი 100-ჯერ იზრდება.