loader

"კვირაზე მეტია აქვს მაღალი ტემპერატურა" - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კვირაზე მეტია აქვს მაღალი ტემპერატურა" - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

რას ნიშნავს სპეკულაცია, ამდენი კონსილიუმი შეიქმნა, ამერიკელი ექიმები ჩამოვიდნენ და მთელი მსოფლიო ტყუის?! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის ირგვლივ საუბარი მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა.

რაც შეეხება კითხვას, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადასტურებლად ფოტო და ვიდეომასალა უნდა გავრცელდეს, ალასანიას განმარტებით, როდესაც საქმე ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, ასეთ დროს ანალიზები ტარდება.