loader

"საგანგაშო სიგნალს ნიშნავს... მითხრა, რომ რამდენიმე დღე ასე ვეღარ "გაქაჩავს" - ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საგანგაშო სიგნალს ნიშნავს... მითხრა, რომ რამდენიმე დღე ასე ვეღარ "გაქაჩავს" - ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილზე

"საგანგაშო სიგნალს ნიშნავს... მითხრა, რომ რამდენიმე დღე ასე ვეღარ "გაქაჩავსო" - ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანმა "ტვ პირველს მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განუცხადა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ ჯანაშიამ „ვივამედის“ კლინიკაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი, ფაქტობრივად, ადამიანი აღარ არის, აქვს 38-მდე სიცხე, წნევა 170, საკვებს და წამლებს ვერ იღებს დ არის ლოგინში".

ჯანაშიას განცხადებით, სააკაშვილი სიკვდილის პირასაა.

„ადამიანს არ შეუძლია კომუნიკაცია, რაღაცები დავილაპარაკეთ ძალიან ცოტა. საუბრის დროს იღლება და არის სიკვდილის პირას. ეს არ არის ნორმალური. მიზეზი, რის გამოც მედიკამენტებს ვერ იღებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ელოდება ამერიკელ ექიმ კობის“, - აღნიშნა თემურ ჯანაშიამ.