loader

"ასეთი კატასტროფული შედეგი არასოდეს ყოფილა" - მკვლელი ნივთიერება, რომლის გამოყენების დროსაც სიკვდილის რისკი 100-ჯერ იზრდება და რომელიც კლუბებსა და ბარებში უკვე იყიდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ასეთი კატასტროფული შედეგი არასოდეს ყოფილა" - მკვლელი ნივთიერება, რომლის გამოყენების დროსაც სიკვდილის რისკი 100-ჯერ იზრდება და რომელიც კლუბებსა და ბარებში უკვე იყიდება

კლუბურ ნარკოტიკში მკვლელი ნივთიერება - ფენტანილი აღმოაჩინეს. მკვლელი ნივთიერების გამოყენების დროს სიკვდილის რისკი 100-ჯერ იზრდება.

"ეს არის სიკვდილთან თამაში. ასეთი კატასტროფული შედეგი ნამდვილად არასოდეს ყოფილა" - ამის შესახებ ორგანიზაცია "მანდალას" წარმომადგენელმა თემო ხატიაშვილმა "ტვ პირველს" განუცხადა.

ასევე, გთავაზობთ "მანდალას" მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ გამაფრთხილებელ ინფორმაციას სრულად:

"აუცილებლად მიგვაჩნია, გაგიზიაროთ ბოლო 5 დღის განმავლობაში ჩვენ მიერ გატესტილი რამდენიმე ათეული მხოლოდ MDMA-ს ტესტირების შედეგები:

აბსოლუტურად ყველა ნიმუში შეიცავდა ფენტანილს. არც ერთი მათგანი არ აღმოჩნდა ფენტანილის შემცველობის გარეშე, არც ერთი.

უცნაური ის არის, რომ ყველა მათგანი, რეაგენტებით ტესტირების შედეგად აღმოჩნდა ნამდვილად MDMA, მაგრამ ფენტანილის ჩხირებით გადამოწმებისას ყველა ნიმუშში აღმოჩნდა ფენტანილის კვალი.

თუ წინა პერიოდში MDMA-ს სახელით შეძენილი ნივთიერება ხშირად აღმოჩნდებოდა ხოლმე მეფედრონი, რომელსაც თავისი უარყოფითი მხარეები გააჩნია, ფენტანილთან შედარებით ის სიცოცხლისთვის საშიში 100-ჯერ ნაკლებად არის.

ასეთი სავალალო მდგომარეობა ჩვენი 5-წლიანი პრაქტიკის მანძილზე არ გვახსოვს.

საყურადღებოა ისიც, რომ გატესტვის შემდეგ ისეთი ადამიანებიც აღმოჩნდნენ, რომლებმაც მაინც მოიხმარეს, მიუხედავად ჩვენი ყველანაირი მცდელობისა, დაგვერწმუნებინა, რომ ეს სიკვდილთან თამაშია.

საუბედუროდ, სულ რაღაც ბოლო კვირებში უკვე რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანი დაიღუპა ზედოზირებით გამოწვეული მიზეზით.

ობიექტურობისთვის ისიც უნდა ვთქვათ, რომ ადამიანების ნაწილი გადარჩა, რისი მიზეზიც რამდენიმე შეიძლება იყოს: 1. ფენტანილის შემცველობა არ იყო მაღალი კონცენტრაციის (სამწუხაროდ, კონცენტრაციას სწრაფი ტესტერი ვერ ადგენს, ის მხოლოდ კვალს პოულობს); 2. ამ ადამიანებს ოპიატებთან ტოლერანტობა ჰქონდათ და/ან უბრალოდ მათმა ორგანიზმმა გაუძლო; 3. ჩვენი გაფრთხილების გამო მეტი სიფრთხილე გამოიჩინეს და ნაკლები დოზით და მეტი ინტერვალით მოიხმარეს; 4. გამოიყენეს ნალოქსონი და ის რეკომენდაციები, რომლებზეც ჩვენს სხვა პოსტებში თუ პირადი კონსულტაციისას ვსაუბრობთ.

მაგრამ უმორჩილესად გთხოვთ, ის, რომ ზოგი მათგანი გადაურჩა სიკვდილს და ვერ მოერია ფენტანილი, არავითარ შემთხვევაში არ გახდეს თქვენთვის მოტივაცია, რომ თქვენც გაუძლებთ, რადგან არასდროს იცით იმ „ლაინში“, რომელიც თქვენ შეგხვდებათ, რა კონცენტრაციის ფენტანილია გარეული

ფენტანილს აქვს 30 საათზე მეტხნიანი ზემოქმედება, მაშინ, როდესაც MDMA-ს მოქმედება 3-4 საათს გრძელდება. ანუ ღამის განმავლობაში რამდენჯერმე მოხმარების შემთხვევაში, როცა დილით სტიმულატორისგან ფხიზელი ბრუნდები სახლში, ღამით მიღებული თუნდაც მცირე კონცენტრაციის ფენტანილი ბოლოს ერთდროულად ზემოქმედებს ორგანიზმზე, ამას ემატება გადაღლილი და გამოფიტული ორგანიზმი, რაც საბოლოო ჯამში ძლიერ მოდუნებას და ძილიანობას იწვევს. სწორედ ამ დროს ხდება ზედოზირებით გამოწვეული ნელი სიკვდილი".