loader

“ამოღებულია 3 შეკვრა "კოკაინი", 9 შეკვრა "მარიხუანა", 25 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ", 5 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება, "სუბუტექსის" 49 აბი, აბის ნატეხები და 100 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ - შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ამოღებულია 3 შეკვრა "კოკაინი", 9 შეკვრა "მარიხუანა", 25 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ", 5 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება, "სუბუტექსის" 49 აბი, აბის ნატეხები და 100 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ - შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ე.ს. თბილისში დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, აგრეთვე, მის მიერ მითითებული სპეციალური სამალავებიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული 3 შეკვრა "კოკაინი" და 9 შეკვრად დაფასოებული "მარიხუანა" ნივთმტკიცებად ამოიღო. ვაკე-საბურთალოს და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა ბრალდებულები - ს.ო. და ს.მ. სხვადასხვა დროს, თბილისში დააკავეს. ს.ო.-ს პირადი ჩხრეკისას, სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია 25 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ". გარდა ამისა, პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს დაკავებულის მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული კიდევ 5 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. ს.მ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად კი სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსის" 49 აბი და აბის ნატეხები. რაც შეეხება მ.ქ.-ს, იგი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას, პოლიციამ 100 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.