loader

ალა პუგაჩოვას მეგობარმა გაამხილა მიზეზი, რის გამოც მომღერალი იძულებული გახდა, რუსეთი დაეტოვებინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალა პუგაჩოვას მეგობარმა გაამხილა მიზეზი, რის გამოც მომღერალი იძულებული გახდა, რუსეთი დაეტოვებინა

რუსი მომღერლის ალა პუგაჩოვას მეგობარმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც რუს მომღერალს ქვეყნის მეორედ დატოვება მოუწია. როგორც ლუბოვ აქსენოვა News.ru-სთან ინტერვიუში ამბობს, ამის მიზეზი ბულინგი გახდა, რომელსაც ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის შვილები სკოლაში განიცდიდნენ, მათი მშობლების მიერ კრემლის აგრესიის დაგმობის გამო.

აქსენოვას თქმით, ტყუპებს - ლიზას და გარის სკოლაში კითხვები დაუსვეს მამის შესახებ და მაქსიმ გალკინის პოზიციაზე უკრაინის ომთან დაკავშირებით. შვილების დასაცავად, ალა პუგაჩოვამ გადაწყვიტა მათთან ერთად ისრაელში გადასულიყო და როგორც ჩანს, საბოლოოდ.

"ბავშვებისთვის მას სიმშვიდე სურდა. ისინი სკოლაში წავიდნენ, გავიდა ერთი კვირა და დაუწყეს შეწუხება - "მამაშენი სადაა?" როგორც ინტერნეტშია დაცინვა, ბავშვებიც ისე მოიქცევიან სკოლაში. ლიზა და გარი კი 3 წლისები აღარ არიან, უკვე გაიზარდნენ და ყველაფერი ესმით. სახლში მოდიან და არაბავშვურ კითხვებს სვამენ, ღელავენ," - ამბობს აკსენოვა.

29 სექტემბერს ალა პუგაჩოვა და მისი შვილები ვნუკოვოს აეროპორტში დააფიქსირეს. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვარსკვლავი ისრაელში გაფრინდა, უკან დასაბრუნებელი ბილეთის გარეშე. უფრო მეტიც, პუგაჩოვამ უკვე მიიღო ისრაელის პასპორტი, რომელიც ძალაში იქნება მომავალ წლამდე.

ასევე ცნობილია, რომ პუგაჩოვამ და გალკინმა რუსეთთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა გადაწყვიტეს და გასაყიდად გამოიტანეს სოფელ გრიაზში მდებარე ვილა.

პუგაჩოვამ რუსეთი პირველად, ოჯახთან ერთად, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან მალევე დატოვა, აგვისტოში სამშობლოში დაბრუნდა. თუმცა სექტემბერში კვლავ ისრაელში გაემგზავრა. მედიასაშუალებები წერენ, რომ სავარაუდოდ, მომღერალი ამჯერად ქვეყანაში დიდხანს აღარ დაბრუნდება.

რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ ალა პუგაჩოვას მეუღლე, ტელეწამყვანი და არტისტი მაქსიმ გალკინი "უცხოელი აგენტების" სიაში შეიყვანა. რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, რომ გალკინი პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა და ამავდროულად უცხოეთიდან, კერძოდ კი უკრაინიდან, იღებს დაფინანსებას. ამის შემდეგ ალა პუგაჩოვამ რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ისიც შეეყვანათ "უცხოელი აგენტების" სიაში.

გუშინ ალან პუგაჩოვამ ინსტაგრამზე კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ის იმ ადამიანებს სძულს, რომლებსაც თავადაც ვერასდროს იტანდა.

"მათ რომ მოვწონდე, ეს იმას ნიშნავს, რომ ტყუილად მიცხოვრია და მიმღერია. მიზეზი ცხადია. დაე, კბილები აღრჭიალონ. იყვნენ ყმები და გახდნენ მონები," - წერს პუგაჩოვა.