"ახლა ანათემას გადამცემენ, დაწვას დამიპირებს ბევრი, მაგრამ..." - ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე მიმართვას ავრცელებს
ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბაზარზე ბევრი ახალი და უცნობი ნივთიერება ჩნდება, რასაც ხელს კიდევ უფრო შეუწყობს გაზრდილი მიგრაცია და გახსნილი საზღვრები.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ საქართველოში სამედიცინო მარიხუანის დანერგვა მოხდეს.
"ამფეტამინი", "ალპფ", "მეტაფმეტამინი", აბაზანის მარილი - ბევრი ახალი და უცნობი ნივთიერება ჩნდება ბაზარზე და კიდევ უფრო მოუმატებს გაზრდილი მიგრაცია, გახსნილი საზღვრები, უამრავი ლტოლვილი და მიგრანტი, ახალგაზრდა კაცები მომდგარი საზღვრებთან. "კოკაინი", "ფენტანილი" და მძიმე შედეგები, გახშირებული სუიციდი და უცნაური სიკვდილი ახალგაზრდების...
და რას ვაკეთებთ ჩვენ, რას ვუპირისპირებთ ამას ყველაფერს? რა ქმედებას ჩავდივართ ნებისმიერი ჩვენგანი?! - არაფერს. პირიქით, ვებრძვით არსებულ სერვისებს, როგორიც არის ჩანაცვლებითი თერაპია. დავდევთ პაციენტებს, რომლებიც პროგრამებში არიან ჩართულები, პოლიცია ხარჯავს უამრავ რესურსს და მათ სტიგმატიზირებას ვახდენთ. ვიყენებთ რუსულ ნარატივს - ჩანაცვლება არის ყველაზე დიდი უბედურება და დაღუპა ქვეყანა და ასე შემდეგ. ერთადერთი ქვეყანა, სადაც ჩანაცვლებითი თერაპია არ არის, რუსეთია და თქვენ გააკეთეთ ახლა დასკვნები!
მეორე უბედურება - ფსიქოტროპული აფთიაქები და უკონტროლო ფსიქოაქტიური ნივთიერებები. ისევ "შავი აფთიაქების" პრობლემა, რომელიც ვერ გვარდება, რატომ? იმიტომ, რომ არის მოთხოვნა. სანამ იქნება მოთხოვნა, იქნება მიწოდებაც. ეს არის "შავი ბაზრის" კანონი. ამიტომ აქაც შეიძლება შეცვლა რაღაცების. გავხადოთ ლეგალური როგორც ჩანაცვლებაა და მივცეთ ლეგალურად, ჩავრთოთ სამედიცონო სერვისში ეს ადამიანები და მერე დავეხმაროთ, დავაფიქროთ. მათ მდგომარეობაზე გავხადოთ კონტროლირებადი მიღება და შემდეგ მივიღოთ ზომები მათი დახმარებისთვის და კი არ დავხუჭოთ თვალები, რომ ეს ადამიანები არიან და მარტო აფთიაქია დამნაშავე.
და მესამე - ახლა გადამცემენ ანათემას, დაწვას დამიპირებს ბევრი, მაგრამ მაინც ვთვლი და აუცილებელია, რომ მოხდეს სამედიცინო მარიხუანის დანერგვა საქართველოში. კონტროლირებადი მიღება, მარიხუანის ბაზრის ლეგალიზება მოახდენს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების მკვეთრ შემცირებას და მათი უზარმაზარი ზიანის შემცირებას და ასევე სხვა მედიცინის დარგებში მარიხუანის დანერგვას და მისგან დამზადებული პრეპარატების ფარმაცევტულ ბაზარზე დაშვებას. მოხსნის უმრავ პრობლემას ამ ქვეყანაში! რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? - ბევრი არაფერი.
1. პოლიციას - გამომძიებლებს, კრიმინალურ პოლიციას ჩაუტაროთ ტრენინგები, რა არის ჩანაცვლებითი თერაპია და რა სიკეთე მოაქვს ქვეყნისთვის. მე ანაზღაურების გარეშე ნებისმიერ რეგიონში ჩავატარებ პირადად ამ ტრენინგებს და ასევე ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე და ვიმეგობრებთ პოლიციასთან, მათთან ერთად შევცვლით ნარატივს, რომ ინექციური მოხმარება არის ცუდი! და ზიანის მომტანი.
2. კანონის დონეზე მივცეთ ნარკოლოგებს უფლება, რომ აიყვანონ მკურნალობაზე პაციენტები, ვინც მოიხმარენ სააფთიაქო ნარკოტიკს. შემუშავდეს პროგრამა ამ ადამიანების ჩართვის ამ პროგრამებში და შემდგომი მკურნალობის, რომ მოხდეს მათი როგორც მკურნალობა, ისევე რეაბილიტაცია.
3. მუდმივად ვისაუბროთ ტელევიზიით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზიანზე და რა ნივთიერებები არის ბაზარზე. მოხდეს შავი ბაზრის კვლევა, თუ რა ხდება და შესაბამისად, პრევენცია ზედოზირების! გახდეს "ნალოქსონი" ხელმისაწვდომი ყველასთვის და ავუხსნათ მოსახლეობას, როგორ უნდა მოიქცნენ ზედოზირების დროს და ასე შემდეგ უამრავი აქტივობის დანერგვა შეიძლება ამ მიმართულებით. ჩაერთონ ახალგაზრდული ორგანიზაციები.
4. პარლამენტმა გადმოიტანოს მარიხუანა მეორე სიაში და მოხდეს მარიხუანის დაშვება ფარმაცევტულ ბაზარზე და სამკურნალო მარიხუანის ცენტრების გახსნა."