loader

"საქართველოში ასეთი რამ პირველად ხდება" - რას ჰყვება უძრავი ქონების აგენტი, რომელიც წლებია ამ სფეროშია დასაქმებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქართველოში ასეთი რამ პირველად ხდება" - რას ჰყვება უძრავი ქონების აგენტი, რომელიც წლებია ამ სფეროშია დასაქმებული

ტატო ტარიელაშვილი უძრავი ქონების აგენტია. წლებია ამ სფეროშია დასაქმებული, თუმცა ბინის გაქირავებაზე ასეთი მაღალი მოთხოვნა სხვა წლებში არ ყოფილა. ამბობს, რომ დღეში ასეულობით ადამიანი უკავშირდება, თუმცა მათ უმრავლესობას უარით ისტუმრებს.

საქართველოში, განსაკუთრებით კი, თბილისში, ბინებზე მოთხოვნა იმდენად გაზრდილია, რომ მიწოდებას ვეღარ აბალანსებს, ასეთი ვითარება ქვეყანაში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეიქმნა, რაც დღემდე გრძელდება. მიგრაციის მორიგმა ტალღამ და ახალი სასწავლო წლის დაწყებამ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა კიდევ ერთხელ გაზარდა, შესაბამისად, მომატებულია ღირებულებაც. ტატო ამბობს, რომ წელს ბინის დაქირავება განსაკუთრებით სტუდენტებს გაუჭირდათ.