loader

"შეგიძლიათ კანონში ჩაწეროთ, რომ ივანიშვილი ოლიგარქი არ არის; თუ გინდათ ჩაწერეთ, რომ ის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენია" - სალომე სამადაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შეგიძლიათ კანონში ჩაწეროთ, რომ ივანიშვილი ოლიგარქი არ არის; თუ გინდათ ჩაწერეთ, რომ ის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენია" - სალომე სამადაშვილი

ბატონებო და ქალბატონებო, რაც გინდათ, ის ჩაწერეთ კანონში, შეგიძლიათ ისიც ჩაწეროთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი; თუ გინდათ ისიც ჩაწერეთ, რომ ის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენია, - ასე მიმართა „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას.

სამადაშვილმა უმრავლესობას და ოპოზიციას მიმართა, რომ პარტიულ დღის წესრიგზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დააყენონ. ამასთან, ხაზი გაუსვა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა ძალიან დიდი შეცდომა, როდესაც ხელი არ მოაწერა მიშელის შეთანხმებას და ამით მისცა საშუალება „ქართულ ოცნებას“, ამ შეთანხმებიდან გასულიყო.

სამადაშვილის თქმით, ჩვენ რომ დღეს კანდიდატის სტატუსი არ გვაქვს, სწორედ ამის შედეგია.

„მიუხედავად იმისა, რომ დეოლიგარქიზაცია რასაც ნიშნავს, ჩაწერა ეს ევროპარლამენტმა თავის რეზოლუციაში შავით თეთრზე, „ოცნება“ ჯიუტად გვიმტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს მოთხოვნა არ ეხება. ახლა აპირებს დააკანონოს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის. მერე რა, რომ ქართველი ამომრჩევლის 80%-ზე მეტს მიაჩნია, რომ დიახ, ივანიშვილია ოლიგარქი და ასე ფიქრობს ევროკავშირიც?! მიიღეთ, ბატონებო და ქალბატონებო, რაც გინდათ ის ჩაწერეთ კანონში, შეგიძლიათ ისიც ჩაწეროთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი; თუ გინდათ ისიც ჩაწერეთ, რომ ის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენია - ეს თქვენი არჩევანია, მაგრამ დეკემბერში, როდესაც ევროკავშირი შეაფასებს პროგრესს, რომელიც ქვეყანას ჰქონდა და დაგიწერთ ისევ 1-იანს და ისევ კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩება ჩვენი ქვეყანა, ნუ გაგიკვირდებათ“, - განაცხადა სამადაშვილმა.