loader

"დაუჯერებელია შენი წასვლა ამ ქვეყნიდან" - დმანისის სამეცნიერო და არქეოლოგიური კვლევითი ცენტრის ტერიტორიაზე ცენტრის ხელმძღვანელი გარდაცვლილი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაუჯერებელია შენი წასვლა ამ ქვეყნიდან" - დმანისის სამეცნიერო და არქეოლოგიური კვლევითი ცენტრის ტერიტორიაზე ცენტრის ხელმძღვანელი გარდაცვლილი იპოვეს

დმანისის სამეცნიერო და არქეოლოგიური კვლევითი ცენტრის ტერიტორიაზე ცენტრის ხელმძღვანელი გოჩა კილაძე გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, გოჩა კილაძის ცხედარი კვლევითი ცენტრის ტერიტორიაზე 3 ოქტომბრის დღის საათებში ადგილობრივებმა ნახეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"დაუჯერებელია შენი წასვლა ამ ქვეყნიდან. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი იქ, სადაც მართალნი განისვენებენ. მოზიარე ვარ, სოფო კილაძე. უზომოდ ვწუხვარ. ყველაფერში საუკეთესო, საამაყო ძმა გყავდა", - წერს გოჩა კილაძის ახლობელი სოციალურ ქსელში.