loader

"16 წუთი და 44 წამი თვალი არ დამიხამხამებია - ესაა ჩემი კომენტარი" - დემნა გვასალიას 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის წარდგენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"16 წუთი და 44 წამი თვალი არ დამიხამხამებია - ესაა ჩემი კომენტარი" - დემნა გვასალიას 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის წარდგენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა

პარიზის მოდის კვირეულზე Balenciaga-მ 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა. ბრენდის ქართველი კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია კი კვლავ მოდის ინდუსტრიის და არამხოლოდ, ყურადღების მთავარი ობიექტი გახდა.

საზოგადოებას თავიდანვე ჰქონდა მოლოდინი, რომ დემნა განსაკუთრებულ შოუს გამართავდა, რომლის შესახებაც დიდი ხნის განმავლობაში ისაუბრებდნენ - მისგან ამას მოდის ინდუსტრია შეჩვეულია. დაანონსებული იყო, რომ ეს იქნებოდა "ტალახის შოუ". მიუხედავად ამისა, უმეტესობას ვერც კი წარმოედგინა, რომ Balenciaga პარიზში ტალახითა და გუბეებით სავსე ინტერიერში შეკრებდა მსოფლიოს ყველაზე გლამურულ სახეებს და მოდელებს ტალახში ატარებდა