loader

"არ შემიძლია არ შევეხო მის სრულიად ცილისმწამებლურ და არაკომპეტენტურ გამოხტომას! კარგი იქნება, თუ ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას გააკეთებს ამ მავნებლობაზე" - მაია ბუწაშვილი მალინა ბერეკაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ შემიძლია არ შევეხო მის სრულიად ცილისმწამებლურ და არაკომპეტენტურ გამოხტომას! კარგი იქნება, თუ ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას გააკეთებს ამ მავნებლობაზე" - მაია ბუწაშვილი მალინა ბერეკაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე

"ტელეკომპანია "ფორმულაზე", გადაცემაში "სთორი", მოწვეული იყო ვინმე მალინა ბე­რე­კაშ­ვი­ლი, რომელიც ქართველი პაციენტების თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობის ორგანიზებას ახდენს. ქალბატონ მალინას ინტერვიუს სხვადასხვა ასპექტზე არ შევჩერდები, ეს არ არის ჩემი საქმე და მაყურებლისთვის მისი "აკადემიურობა" ისედაც ნათელია, მაგრამ არ შემიძლია არ შევეხო მის სრულიად ცილისმწამებლურ და არაკომპეტენტურ გამოხტომას C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ", - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, კარგი იქნება, თუ ჯანდაცვის სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას გააკეთებ"ამ მავნებლობაზე", ხოლო ტელეკომპანია "ფორმულა" რეალურ ამბავსაც მოუყვება მაყურებელს C ჰეპატიტის პროგრამის შესახებ.

"პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ როდესაც წამყვანი ამ უმნიშვნელოვანეს თემაზე კითხვას სვამს, ელემენტარულად მაინც უნდა იყოს მზად და მინიმალური ინფორმაცია გააჩნდეს საკითხის ირგვლივ.

რადგან C ჰეპატიტის პროგრამის ქალბატონ მალინასეულ შეფასებას შემდავებელი არ ჰყავდა სტუდიაში, მინდა რამდენიმე განმარტება გავაკეთო:

- ელიმინაციის პროგრამაში გამოყენებული მედიკამენტები არ იწვევს სიმსივნეს და სამწუხაროდ, ქალბატონი მალინა აშკარად ძალიან შორს არის სამეცნიერო სტატიების კითხვისგან, თორემ ნახავდა, რომ უამრავი კვლევაა ამ მიმართულებით ჩატარებული და ამ მედიკამენტების უსაფრთხოება - დადასტურებული.

- ასევე, ქალბატონ მალინას რომ სულ მცირე განათლება გააჩნდეს სამედიცინო მეცნიერებების მიმართულებით და წარმოდგენა ჰქონდეს, რას ნიშნავს მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინა, მეზობლებს შორის ჭორაობის დონეზე არ იმსჯელებდა იმაზე, რომ ცალკეულ პაციენტებს ეს წამლები "არ მოუხდათ". და რომ მედიკამენტების ეფექტურობაზე და გვერდით მოვლენებზე კვლევები ათიათასობით ადამიანზე ტარდება და ცალკეული ინდივიდებით არ ხდება ეფექტზე მსჯელობა.

- C ჰეპატიტი თვითონ არის ღვიძლის კიბოს გამომწვევი ვირუსი და რომ არა ეს პროგრამა, სადღეისოდ უკვე განკურნებული 75 ათასი ადამიანიდან დიდი ნაწილი სწორედ ღვიძლის ციროზის და კიბოს კანდიდატი იქნებოდა.

- დიახ, ვირუსისგან განკურნებულებში ღვიძლის კიბოს ცალკეული შემთხვევები არის, და ეს სწორედ ის ხალხია, სადაც მიუხედავად ვირუსისგან განკურნებისა, სიმსივნური პროცესის შეჩერება ვერ მოხერხდა და მათთვის მკურნალობა უბრალოდ დაგვიანებული აღმოჩნდა.

- ქალბატონ მალინას მავნებლური გამოსვლით შეშფოთებულ ადამიანებს, ვინც გადაიფიქრა მკურნალობაში ჩართვა, რას სთავაზობს მალინა? გარდაუვალ ციროზს და კიბოს, რომლის გამოც შემდეგ თურქეთში უნდა წავიდეს სამკურნალოდ? როდესაც ასეთ კატეგორიულ რჩევას აძლევს პაციენტებს, რომ არ მიიღონ ეს წამლები, იქვე ხომ უნდა მისცეს რაიმე გონივრული სამედიცინო რჩევა?

- კარგი იქნება, თუ ჯანდაცვის სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს ამ მავნებლობაზე, ხოლო ტელეკომპანია "ფორმულა" რეალურ ამბავსაც მოუყვება მაყურებელს C ჰეპატიტის პროგრამის შესახებ.

- ასეთი მესიჯები ტელეეკრანიდან ძალიან საშიშია და კიდევ ვიმეორებ, მკურნალობაში ჩართვას გადააფიქრებინებს ადამიანებს, რომლებისთვისაც ეს წამლები სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი შანსია.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მა­ლი­ნა წლე­ბია თურ­ქეთ­ში, კლი­ნი­კა Florence Nightingale-ში მუ­შა­ობს და თურ­ქეთ­ში ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის სამ­კუ­რა­ნა­ლოდ ჩა­სულ ქარ­თვე­ლებს შე­სა­ბა­მი­სი სერ­ვი­სის მი­ღე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.