“ასე მხოლოდ ფსიქოპათები იქცევიან!“ - უცნაური დეტალი ღონისძიებიდან, რომელიც მხოლოდ ახლა შეამჩნიეს და განხილვის საგნად იქცა
30 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოთხი რეგიონის - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ანექსიას მოაწერა ხელი.
ღონისძიების მსვლელობისას მედიის ყურადღება ერთმა დეტალმა მიიქცია. ვლადიმერ პუტინმა დოკუმენტს ხელი განსაკუთრებული კალმით მოაწერა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს იყო პოპულარული. ამ დეტალს სოციალურ ქსელებში და მსოფლიო მედიაში ინტენსიურად განიხილავენ.
“დაავიწყდა, რომ ბურთულიანი კალმისტარი დიდი ხანია გამოგონილია...
“ასე მხოლოდ ფსიქოპათები იქცევიან, მას საბჭოთა კავშირის ნოსტალია აქვს...“ - წერენ ვიდეოს შეფასებისას.