loader

ვრცელდება აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაღებული ვიდეო - ესპანეთში, ქიმიური ექსპერიმენტის დროს აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 10 ბავშვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაღებული ვიდეო - ესპანეთში, ქიმიური ექსპერიმენტის დროს აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 10 ბავშვია

ესპანეთში, სამეცნიერო ფესტივალზე აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 10 ბავშვია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა anews ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აფეთქება ჟირონას უნივერსიტეტში სამეცნიერო ფესტივალზე მოხდა. როგორც ცნობილია, უნივერსიტეტის მეცნიერი 200-დან 300 ადამიანის თანდასწრებით ატარებდა ექსპერიმენტს, რომლის მიზანის იყო კასრში თხევადი აზოტისა და ცხელი წყლის რეაქციის ჩვენება, რასაც აფეთქება მოჰყვა.

დაშავებულთა რიცხვი ამ მომენტისთვის 18 ადამიანს აღწევს, მათ შორისაა მეცნიერი და ათი 3-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვი. გამოცემის ინფორმაციით, დაზარალებულებს არ აღენიშნებათ დამწვრობები, თუმცა მათგან უმეტესობას აფეთქებული მეტალის კასრის ნაწილებმა მიაყენა ზიანი.