loader

რა ელოდებათ "ქართული ღვინის ფესტივალი 2022-ზე" მისულ სტუმრებს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ელოდებათ "ქართული ღვინის ფესტივალი 2022-ზე" მისულ სტუმრებს?

ქართული ღვინის ფესტივალი, რომელიც შემოდგომის სეზონის ტრადიციად იქცა, 8 ოქტომბერს თბილისში, შარდენის ქუჩაზე გაიმართება.

ღონისძიება წელს მეოთხედ ტარდება და ათობით მცირე და საშუალო მარანს აძლევს საშუალებას, საკუთარი პროდუქცია მომხმარებელთა ფართო წრეს, მათ შორის, ტურისტებს გააცნოს.

ღონისძიების სპონსორია კომპანია „კოკა-კოლა“, რომელიც ღონისძიებაზე საკუთარი სტენდით იქნება წარმოდგენილი და სტუმრებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას შესთავაზებს.

„კოკა-კოლას“ კუთხეში იხილავთ კომპანიის პროდუქციის სრულ ასორტიმენტს და მრავალ სიახლეს გაეცნობით. ასევე, საშუალება გექნებათ დააგემოვნოთ სპეციალური კოქტეილები, რომლებიც ექსკლუზიურად „კოკა-კოლას“ სასმელებით მზადდება.

რაც მთავარია, სადღესასწაულო განწყობის შესანარჩუნებლად დაგეგმილია გათამაშებები, შეჯიბრებები და მინი კონკურსები. ქართული ღვინის ფესტივალზე მისულ სტუმრებს როგორც უმაღლესი ხარისხის ადგილობრივი პროდუქცია, ისე ცოცხალი მუსიკა და საინტერესო აქტივობები დახვდებათ