(+18) რუსმა რეპერმა მობილიზაციისა და უკრაინაში ომის გასაპროტესტებლად შემზარავი გადაწყვეტილება მიიღო - "თუ ამ ვიდეოს უყურებთ, ე.ი. მე ცოცხალი აღარ ვარ"
რუსეთის ქალაქ კრასნოდარში 27 წლის რუსმა რეპერმა ივან პეტუნინმა მობილიზაციისა და უკრაინაში ომის გასაპროტესტებლად თავი მოიკლა.
რეპრმა მაღალსართულიანი შენობიდან გადმოხტომამდე ვიდეომიმართვა ჩაწერა და გაავრცელა.
"თუ ამ ვიდეოს უყურებთ, ე.ი. მე ცოცხალი აღარ ვარ.
ჩემს თავზე მკვლელობის ცოდვის აღება არ შემიძლია და არ მინდა. მე არ ვარ მზად მოვკლა, რაღაც იდეალების გამო...
მე არ მაქვს უფლება ავიღო ავტომატი და ვესროლო ადამიანებს.
ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება არის ის თუ როგორ მოვკვდები მე... ან უნდა მოვკვდე იმ ხალხის ხელით რომელსაც ჩვენ თავს დავესხით და სამუდამოდ დავრჩე ისტორიაში ადამიანად რომელიც მხარს უჭერდა იმას რაც ახლა უკრაინაში ხდება, ან გამოვხატო საფინალო პროტესტი...
მაპატიეთ ყველამ, ვისაც მოგიწევთ სიცოცხლის გაგრძელება, ღმერთმა შეგაძლებინოთ ამ ომის შეჩერება და ნორმალური ცხოვრების დაბრუნება.
ჩემთვის ძალიან რთული იყო ომის დაწყების დღიდან, უკანასკნელი 7 თვე ამ სამყაროში ცხოვრება, მე არ მემის ამ ომის მიზეზი, მე არ მესმის ამ ომის არსი...
ჩემი ბოლო გადაწყვეტილებაა თავად გავაკეთო არჩევანი, მოვკვდე იმათი ხელით ვინც საკუთარ თავისუფლებას იცავს, ან გამოვხატო პროტესტი. მოუსმინეთ ჩემს სიმღერებს, უკვე 100 სიმღერა დამიგროვდა და გაიგეთ როგორი ადამიანი ვარ
ჩემი აზრით, ჩვენ ყველანი გავხდით ერთი მანიაკის ტყვეები, რომელიც ჩვენ ასეთი არჩევანის წინაშე გვაყენებს - ან ციხე, ან არმია, ან ის გზა რომელიც ავირჩიე მე" - ამბობს ვიდეომიმართვაში რეპერი.