loader

"სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო" - რა მოხდა ბათუმის მე-7 საჯარო სკოლაში მას შემდეგ რაც მოსწავლემ რუსეთის და დე ფაქტო აფხაზეთის დროშები ჩამოხია, დირექტორმა კი მოზარდს საყვედური გამოუცხადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო" - რა მოხდა ბათუმის მე-7 საჯარო სკოლაში მას შემდეგ რაც მოსწავლემ რუსეთის და დე ფაქტო აფხაზეთის დროშები ჩამოხია, დირექტორმა კი მოზარდს საყვედური გამოუცხადა

ბათუმში მდებარე სკოლის დირექტორი, რომლის მოსწავლის მიერ სკოლის სტენდზე გაკრული რუსეთის და აფხაზეთის დროშების ჩამოხსნას ხმაური მოჰყვა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა განუცხადა.

„იმ გარემობის გათვალისწინებით, რაც დადგინდა მოკვლევის შედეგად, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და მითითებული საჯარო სკოლის დირექტორი დღესვე დატოვებს თანამდებობას.

ვინაიდან, სასწავლო რესურსის დროს გამოიკვეთა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, მათ შორის, ისეთი სტიკერების განთავსება, რომელიც მიუღებელია კანონმდებლობით და კონსტიტუციით. შესაბამისად იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული.

რამდენიმე დარღვევაა კომპლექსურად, მათ შორის იმ სტიკერების გამოყენება, რომელიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. ერთ-ერთი მოსწავლე ნამდვილად არ არის გარიცხული“,- აღნიშნავს მაია ხაჯიშვილი.

ცნობისთვის, ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლაში მოსწავლემ, რუსეთის და აფხაზეთის, როგორც „დამოუკიდებელი სახელმწიფოს“ დროშები ჩამოხია, რომელიც სკოლის სტენდზე, სხვა ქვეყნების ეროვნულ სიმბოლოებთან ერთად იყო გაკრული. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეს „სკოლის ინვენტარის დაზიანებისთვის“ საყვედური გამოუცხადა.