loader

სახალხო დამცველის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში განაცხადი 19-მა კანდიდატმა წარადგინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სახალხო დამცველის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში განაცხადი 19-მა კანდიდატმა წარადგინა

სახალხო დამცველის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში განაცხადი 19-მა კანდიდატმა წარადგინა.

განაცხადების მიღების ვადა გუშინ ამოიწურა. შედეგებზე, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.

„დასრულდა სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველთა განცხადებების მიღება. შემოსულია 19 განცხადება და მოგახსენებთ სიას იმ ადამიანების, რომლებსაც სურთ, რომ წარდგენილი იყვნენ კანდიდატად, ესენი გახლავთ:

ანა აბაშიძე - „არასამთავრობო ორგანიზაცია-პარტიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი,

მარიკა არევაძე - საადვოკატო ბიურო „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორების“ ადვოკატი,

გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე,

ლელა გაფრინდაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალების ინიციატივა-თანასწორობისთვის“ ხელმძღვანელი,

სოფიო დემეტრაშვილი -„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი,

თინათინ ერქვანია - „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის“ ასოცირებული პროფესორი,

ევგენია თავაძე - დროებით უმუშევარი,

ალექსანდრე კობაიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,

ლევან კოჟორაშვილი - ყვარლის რაიონის „ახალგაზრდა იურისტთა კავშირის“ გამგეობის თავმჯდომარე,

ნუგზარ კოხრეიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი თაობათა დიალოგის“ თავმჯდომარე,

გიორგი მარიამიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტის“ დირექტორი,

სერგო მახარაძე - „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ იურისტი,

მაკა მინდიაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „ხალხის ხმის“ დამფუძნებელი,

ჯემალ ნათელაშვილი - „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი,

ნიკოლოზ ნიკოლაძე - საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი,

ქეთევან ჩაჩავა - არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის“ ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი,

გიორგი ცობეხია - საადვოკატო ბიურო „გიორგი ცობეხია და პარტნიორების“ დირექტორი,

იაგო ხვიჩია - საქართველოს პარლამენტის წევრი,

ნაზი ჯანეზაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დირექტორი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, დღეს, 13:00 საათზე კანდიდატების შემფასებელ ჯგუფთან შეხვედრა გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტის 7-კაციან ჯგუფს ექნება შესაძლებლობა, რომ 21 ოქტომბრის ჩათვლით, მათი კანდიდატი დაასახელონ.

„მინიმუმ 7 კანდიდატი უნდა დასახელდეს იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.