loader

უმძიმესი ავარიის კადრები რუსთავიდან - 45 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი ავარიის კადრები რუსთავიდან - 45 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილი 45 წლამდე მამაკაცია.

"ინფო რუსთვის" ინფორმაციით, კაცი გაჩერებული სატვირთო ავტომობილიდან ჩამოდიოდა, რა დროსაც მას ბეტონმზიდი შეეჯახა. როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ, ტრაილილერის მძღოლს სატრანსპორტო საშუალება წესისამებრ, სპეციალურად გამოყოფილ ზოლში ჰყავდა გაჩერებული.

მიღებული ტრავმების შედეგად, 45 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ზესტაფონის მკვიდრია.

ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

წყარო: "ინფორუსთავი"