loader

"მაგრად გვიცავ, ქვეყანა აღარ გვაქვს" - ამ წუთებში დაპირისპირებაა ყაზბეგში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მაგრად გვიცავ, ქვეყანა აღარ გვაქვს" - ამ წუთებში დაპირისპირებაა ყაზბეგში

პარტია "დროას" წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს პოლიციამ ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა.

"დროას" წარმომადგენლები და აქტივისტები ამ წუთებში გველეთში, იმ გვირაბთან იმყოფებიან, რომელიც ლარსის სასაზღვრო პუნქტს უკავშირდება, თუმცა ადგილზე მობილიზებული პოლიციის გადაწყვეტილებით, გვირაბში გასვლისა და ლარსამდე მისვლის საშუალება არ აქვთ.

როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახა ბუხრაძემ “დროას” წარმომადგენლებსა და აქტივისტებს განუცხადა, ლარსის გამშვები პუნქტიდან საქართველოსკენ რთული მოძრაობაა და იმისთვის, რომ არ შეიქმნას კოლაფსი, ასევე აქციის მონაწილეების უსაფრთხოება იყოს დაცული, პოლიცია მათ ლარისის სასაზღვრო პუნქტთან მისვლისა და აქციის ჩატარების უფლებას ვერ მისცემს.

როგორც მან აქციის მონაწილეებს განუმარტა, აქციის ჩატარება შეეძლებათ იმ ადგილას, სადაც ახლა იმყოფებიან - გველეთში.

თავის მხრივ, „დროას“ წარმომადგენლებმა პოლიციას განუმატეს, რომ გზის გადაკეტვას არ აპირებენ. შესაბამისად, თხოვნით მიმართეს პოლიციას, რომ ლარსის სასაზღვრო პუნქტამდე მიუშვან.

მათი განმარტებით, აქციის მიზანია, ის პლაკატები, რაც მათ აქვთ წარმოდგენილი, ნახონ რუსეთის იმ მოქალაქეებმა, რომლებიც საქართველოში შემოდიან. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ პოლიციის მოთხოვნა კანონიერი არ არის, თუმცა მათი ამოცანა პოლიციასთან დაპირისპირება არ არის.

ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია.

ვიდეო: "ტვ პირველი"