loader

“მინდა, ვიღაც-ვიღაცების, განსაკუთრებით, ჩემი “კოლეგების" ყურადსაღებად დავწერო! დიდი ხანია, გადაკვეთეთ წითელი ხაზი“ - ვის აკრიტიკებს ვახო სანაია? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მინდა, ვიღაც-ვიღაცების, განსაკუთრებით, ჩემი “კოლეგების" ყურადსაღებად დავწერო! დიდი ხანია, გადაკვეთეთ წითელი ხაზი“ - ვის აკრიტიკებს ვახო სანაია?

“მინდა, ვიღაც-ვიღაცების, განსაკუთრებით, ჩემი ,,კოლეგების" ყურადსაღებად დავწერო.

სულ ტყუილად ცდილობთ რუსეთის თემაზე სტატუსებით გამოძრომას. თქვენ და თქვენმა ტელევიზიებმა დიდი ხანია, გადაკვეთეთ წითელი ხაზი - მხატვრულად თუ ვიტყვით, ლარსს მიღმა იმყოფებით. უკვე დაფიქსირდით და უღალატეთ ამ ქვეყანას - ზოგმა თქვენი სიუჟეტებით, ზოგმა - დუმილით, ზოგმა როგორ და ზოგმა როგორ. თქვენ ინდივიდუალურად და კოლექტიურად გაყიდეთ ეს ქვეყანა.

ყველა ხერხი გამოიყენეთ იმ ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს რუსეთისგან გასათავისუფლებლად იბრძვის - ჟურნალისტებს, თქვენს პროდასავლელ კოლეგებსა და ზოგადად ყველას დღე და ღამე ებრძვით.ახლა, როცა ქარმა სხვა მხარეს დაუბერა, უკრაინაც იმარჯვებს და საქართველოც აუცილებლად მოიგებს ამ საუკუნოვან დაპირიაპირებას, ნელ-ნელა გვაპარებთ სტატუსებს, თითქოს ძალიან პროდასავლელები ხართ.

არ გამოგივათ ეს ამბავი. თქვენ გგონიათ, რომ სამშობლოს ხანდახან გაყიდვა შეიძლება - მაგალითად, 20 ივნისს, 5 ივლისს და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენჯერ. თქვენ გგონიათ, რომ სიუჟეტებით, გადაცემებით, ხმამაღლა თუ დუმილით ქვეყნის ღალატი შეიძლება...პირდაპირ გეუბნებით, არ გამოგივათ ეს ამბავი. ყველა სიუჟეტი შენახულია, ყველა გადაცემა შენახულია, ყველაფერი შენახულია - ვერ გადმოკვეთთ უკან იმ წითელ ხაზს.“ - წერს ჟურნალისტი.

(სტატუსის სრული ვერსიის სანახავად, გადადით ბმულზე)