"სამარცხვინო ხალხი!" - რა კადრებს აქვეყნებს კონსტანტინე ზარნაძე სოციალურ ქსელში?
გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე გლდანის ნაგავსაყრელიდან ვიდეოს აქვეყნებს.
"სამარცხვინო ხალხი! ვფიქრობ, რეგულაცია ამ მიმართულებით აუცილებლად გასამკაცრებელია და ჯარიმა გასაზრდელი! აი, ასე იწამლება რაიონი!
დიდი მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტულად გლდანის რაიონის მეორე განყოფილებასა და თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს სწორი და დროული რეაგირებისთვის", - წერს ზარნაძე.