"რას აკეთებ? ნორმალური ხარ? ვაიმე, შენი დედა მო***ნ" - დაპირისპირება რუსთაველზე
"საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე პოლიცია მოქალაქეებს არ აძლევდა საშუალებას ეკრანის წინ მდგარიყვნენ და აქციაზე გაშვებული ფილმი ენახათ. აქციის მონაწილეებს ავიწროებდნენ.
დაკავებას უპირებდნენ თამარ ჩერგოლეიშვილის დას, ნინო ჩერგოლეიშვილს
ფილმი ეხებოდა ახალდაბის ტყვე ქალებს, რომლებიც თავიანთი ტყვეობის ისტორიებს ჰყვებოდნენ", - ნათქვამია "ტაბულას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლების მხარდასაჭერად "ევროპული საქართველოსა" და სხვადასხვა ორგანიზაციის ორგანიზებით, რუსთაველის ძეგლიდან პარლამენტამდე მსვლელობა გაიმართა. მსვლელობა პარლამენტთან აქციით დასრულდა.