loader

"ეს არის რუსეთის უაღრესად ცინიკური ქმედება, რომელიც ჩვენთვის, მსოფლიოსთვის და ცივილიზებული ადამიანებისთვის სრულიად მიუღებელია!" - სალომე ზურაბიშვილის განცხადება უკრაინის რამდენიმე ოლქში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს არის რუსეთის უაღრესად ცინიკური ქმედება, რომელიც ჩვენთვის, მსოფლიოსთვის და ცივილიზებული ადამიანებისთვის სრულიად მიუღებელია!" - სალომე ზურაბიშვილის განცხადება უკრაინის რამდენიმე ოლქში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების შესახებ

"ჩვენ კატეგორიულად უნდა დავგმოთ ის რეფერენდუმები, რომლებიც დღეს აღმოსავლეთ უკრაინაში ტარდება", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის რუსეთის უაღრესად ცინიკური ქმედება, რომელიც მსოფლიოსთვის და ცივილიზებული ადამიანებისთვის სრულიად მიუღებელია.

„ჩვენ კატეგორიულად უნდა დავგმოთ ის რეფერენდუმები, რომლებიც დღეს აღმოსავლეთ უკრაინაში ტარდება, რამეთუ ჩვენ ვიცით რას ნიშნავს და რა შეიძლება იყოს რეფერენდუმები, როცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ამ ომის პირობებში ტარდება. ეს არის რუსეთის უაღრესად ცინიკური ქმედება, რომელიც ჩვენთვის, მსოფლიოსთვის და ცივილიზებული ადამიანებისთვის სრულიად მიუღებელია!" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ე.წ. რეფერენდუმებზე „ხმის მიცემის პროცესი“ დღეს სრულდება. 27 სექტემბერი „კენჭისყრის“ ბოლო და ერთადერთი დღეა, როდესაც „ხმის მიცემის“ პროცესი სტაციონარულ საარჩევნო უბნებზე გაიმართება. წინა ოთხი დღის განმავლობაში ხმები „საველე საარჩევნო კომისიამ“ შეაგროვა.

საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „რეფერენდუმი“ ოთხივე ოლქში ჩატარებულად გამოცხადდა, ვინაიდან „ამომრჩეველთა აქტივობამ“ 50-პროცენტიან ბარიერს ყველგან გადააჭარბა.

მათივე ცნობით, ორშაბათის ღამის მდგომარეობით, „ამომრჩეველთა აქტივობამ“ დონეცკში 86.89%-ი, ლუგანსკში - 83.61%-ი, ხერსონში - 63.58%-ი, ზაპოროჟიეში კი - 66.43%-ი შეადგინა.