loader

"ჩემი ექიმები საღამოობით ტაქსაობენ... მაქსიმუმ 5 კაცს აქვს 1 000 ლარი, დანარჩენებს 100-500 ლარამდე" - ოლიმპიური ნაკრების ექიმი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი ექიმები საღამოობით ტაქსაობენ... მაქსიმუმ 5 კაცს აქვს 1 000 ლარი, დანარჩენებს 100-500 ლარამდე" - ოლიმპიური ნაკრების ექიმი

სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენტს, ზუ­რაბ კა­ხაბ­რიშ­ვილს, დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სპორ­ტის კო­მი­ტეტ­ში მო­უს­მი­ნეს.

ზუ­რაბ კა­ხაბ­რიშ­ვი­ლის მოხ­სე­ნე­ბა ბავ­შვთა და მა­ღა­ლი მიღ­წე­ვე­ბის სპორ­ტსმენ­თა პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას შე­ე­ხო. ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი, ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას მიზ­ნობ­რივ პროგ­რა­მად აქ­ცევს.

ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა ექიმ­მა დე­პუ­ტა­ტებს მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია ასო­ცი­ა­ცი­ის მიერ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩა­ტა­რე­ბულ და და­გეგ­მილ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე, რე­გი­ო­ნებ­ში სპორ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ზე.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოლიმ­პი­ურ გუნდში 72 ექი­მი გვყავს და მათ უმე­ტე­სო­ბას 100-დან 300 ლა­რამ­დე ხელ­ფასს იღებს. "ჩემი ექი­მე­ბი სა­ღა­მო­ო­ბით ტაქ­სა­ო­ბენ... პირ­და­პირ გე­უბ­ნე­ბით, მაქ­სი­მუმ 5 კაცს აქვს 1 000 ლარი, და­ნარ­ჩე­ნებს 100-500 ლა­რამ­დე. მა­შინ ჩვენ ცალ­კე ვიქ­ნე­ბით და რა გიჯ­დე­ბათ თქვე­ნი ექი­მე­ბი, იმ სტან­დარ­ტებს დავ­სვამთ, თუ არა­და მო­ძებ­ნეთ მა­შინ სხვა ექი­მე­ბი.

აგერ სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მაც არის. რას ჭა­მენ (სპორ­ტსმე­ნე­ბი), მშობ­ლებს აქვთ კი თან­ხა? არ შე­იძ­ლე­ბა ასე, წყალ­ზე არი­ან. ათა­სი და­ა­ვა­დე­ბაა შემ­დეგ, რო­მელ­საც ბავ­შვი მა­ლავს, რომ შეკ­რე­ბა­ზე წა­ვი­დეს. აქ, თქვენ ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბი ხართ და თქვენც გა­გივ­ლი­ათ ეს ყვე­ლა­ფე­რი" - გა­ნა­ცხა­და კა­ხაბ­რიშ­ვილ­მა.