loader

“პირველ სურათზე ბიჭი, რომელმაც მხოლოდ კომპიუტერი წამოიღო... მეორე სურათზე დედა, რომელიც მთელი ღამე ბავშვებს ატყუებდა რომ ეს თავგადასავალია... ამ ხალხმა ჯოჯოხეთი გამოიარა“ - ადამიანური ტრაგედიის ისტორიები ლარსიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“პირველ სურათზე ბიჭი, რომელმაც მხოლოდ კომპიუტერი წამოიღო... მეორე სურათზე დედა, რომელიც მთელი ღამე ბავშვებს ატყუებდა რომ ეს თავგადასავალია... ამ ხალხმა ჯოჯოხეთი გამოიარა“ - ადამიანური ტრაგედიის ისტორიები ლარსიდან

“3 დღე გავატარე ზემო ლარსზე. ფრანგული ტელევიზიისთვის გაკეთებდით სიუჟეტს. ეხლა ბევრი წერა მეზარება. ერთია რომ რუსების მხრიდან მიდის მაგარი ფილტრაცია, სულ დეზერტირებს და მოღალატეებს ეძახიან. ვისაც მობილიზაცია უწევს ალბათ იქვე მიყავთ ჯარში. ჩვენთან აფხაზეთზე და ყირიმზე ეკითხებიან და ბევრს უკან აბრუნებენ. მოკლედ ორკებს და ბიდლოს არც ისინი უშვებენ და არც ჩვენები.

აქ შემოდიან ძირითადად ისეთი ტიპობა: მუსიკოსები, ბარმენები, აითი, ფოტოგრაფები და მსგავსი სასტავი. კიდე ოჯახები ბავშვებით. 100,000 კაცი ნამეტანი გაბერილია, ჩვენს მხარეს საცობიც კი არაა. მაგრამ მთავარი სხვა რამეა. ჩვეულებრივი ადამიანური კარასტროფაა. პუტინმა ომი ყველა ოჯახში მიიტანა. ტიპები, ხანდახან პატარა ბავშვებით ხელში მთელი ღამე ფეხით მოდიან, ან ვიღაცეები თითო-თითო ნივთის მეტი რომ ვერაფერი წამოიღეს, შემოდიან და შვებით იყურებიან. ზოგს სიხარულის ცრემლები მოსდის რომ სიკვდილს გადაურჩა, ზოგისთვის ტრაგედიაა, რომ შეიძლება ვეღარასდროს ნახოს სახლი, დედა, ცოლი ან ბავშვი. ყველა გამოქცეულს ერთ დღეში დაენგრა ცხოვრება.

ამ ხალხმა ჯოჯოხეთი გამოიარა თავისი ყინვით, შიმშილით, გაწეწვით და ძლივს გადაურჩნენ კარში ან ციხეში სიკვდილს.

პირველ სურათზე ბიჭი, რომელმაც მხოლოდ კომპიუტერი წამოიღო თან. მეორე სურათზე დედა, რომელიც მთელი ღამე ბავშვებს ბენინის პერსონაჟივით ატყუებდა რომ ეს ყველაფერი თავგადასავალია.“ - წერს გიორი ვარსიმაშვილი.

ფოტოები: George Varsimashvili