loader

განიხილება თუ არა რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩაკეტვა? - ვახტანგ გომელაურის პასუხი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

განიხილება თუ არა რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩაკეტვა? - ვახტანგ გომელაურის პასუხი

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საქართველოში 250 ათასი ადამიანი შემოვიდა.

კითხვაზე, რამდენად მორალურია რუსეთის მოქალაქეების საქართველოსი შემოსვლა და განიხილება თუ არა საზღვრის ჩაკეტვის საკითხი, გომელაურმა უპასუხა, რომ რუსები საქართველოში ყოველთვის შემოდიოდნენ და ამაზე არც წინა ხელისუფლებას ჰქონდა პრობლემა.

„ეს ადამიანები, რუსეთის მოქალაქეები, ეთნიკურად რუსები წლებია დადიოდნენ საქართველოში, დღეს უნდა გახდეს ეს პრობლემატური? უარესი მასშტაბით იყო. ბატონი სააკაშვილი ხვდებოდა და ღვინოებს ურიგებდა, თითო ბოთლს მანქანაში რუსებს, შემობრძანდით ხალხო, თქვენ რა შუაში ხართ, ეს პუტინია- მაშინ არ გახსენდებოდათ? თქვენ ვინც გარიგებთ ამას და კითხვებს ვინც გეუბნებათ, ეს კი იცით. რუსეთის მოქალაქეები ყოველთვის შემოდიოდნენ და დღეს დავკეტოთ?“ -მიმართა გომელაურმა ჟურნალისტს.