ბათუმში, 45 წლის ქალი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა
ბათუმში, 45 წლამდე ასაკის ქალს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა, - ინფორმაციას "TV25" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ქალი გარდაცვლილი დახვდა.