"ამ წინასწარმეტყველებასაც არ დამიჯერებთ, მაგრამ..." - რას წერს ლელა კაკულია საქართველოს შესახებ?
ლელა კაკულია საქართველოს შესახებ მის წინასწარმეტყველებას აქვეყნებს:
1995 წელი, 11 აგვისტო
მართლა საოცარი ის არის, რომ საქართველოს საზღვრებს ვერავინ გადმოლახავს, პირიქით, ლაპარაკი იქნება ქართულ მიწებზე – კახი, ნუხი, საინგილო, და ირანის ჩარევით საქართველო მომავალში იბრუნებს საკუთარ მიწებს. ამ წინასწარმეტყველებასაც არ დამიჯერებთ, მაგრამ, რასაც ვამბობ, ასრულდება!
1997 წელი, 22 ივლისი
მომავალში საქართველო-ირანს შორის მყარი კონტაქტი მყარდება (თურქეთიც შუამავლის როლში იქნება) და აზერბაიჯანმა, სურს თუ არა, უნდა დაგვიბრუნოს კახი, ნუხი და მთელი საინგილო. იქ სული ქრისტიანულია; ეკლესიებიც ელოდებიან საქართველოს.
1997 წელი, 4 აგვისტო
საქართველოს საზღვრები იკეტება – როგორც ძლიერი სახელმწიფო, ისე სურთ, რომ იხილონ ამერიკამ და დასავლეთმა.ამერიკელები მუსლიმებს არ ენდობიან, უკვე საკმაო გამოცდილება აქვთ, ვხედავ.აზერბაიჯანი როგორც ფიქრობს, ისე არ არის − ამერიკა ისეთ პროგრამას განახორციელებს, რომ აზერბაიჯანი ფეხს ვერ გააფაფხურებს მომავალში.საქართველო კი სულ სხვაა. ქრისტიანული საქართველო ძლიერი დასაყრდენი ბაზაა მუსლიმურ სამყაროში. ამიტომ ვხედავ, ერთი გოჯი მიწაც კი არ მოაკლდება მას. განხორციელდება საზღვრების დაცვა და ძლიერი სამხედრო ბაზების ჩამოყალიბება მთელს კავკასიაში, რაც რუსეთმა ვერ შეასრულა. რუსი წააგებს, მომავალში საკუთარი თავი უხდება დასაცავი მუსლიმებისგან.კრასნოდარის მხარეზე დიდი არეულობა იქნება. საქართველო სოჭს შემოიერთებს. შავი ზღვის ზოლი, რაც საქართველოს ეკუთვნის, ხელშეუხებელი უნდა შეიქნეს. კომუნისტებს სასამართლოში უნდა ვუჩივლოთ. ვხედავ, რომ ეს ასეც იქნება.სამაგიეროდ სომხეთი წააგებს რუსეთთან კონტაქტში. ვხედავ, ამჯერად იქ არ შეძვრენ, სადაც საჭიროა. ბოლოს, როგორც ყოველთვის, საქართველოს დასაცავნი გახდებიან.<...> აზერბაიჯანი თამაშს ვერ გაბედავს საქართველოსთან. საინგილო – ეს პატარა საქართველო − უნდა დაგვიბრუნონ (ამას დიდი ხანია ვწინასწარმეტყველებ). ეს საკითხი ირანში გადაწყდება.
2007 წელი, 21 ოქტომბერი
საინგილოში აზერბაიჯანის მთავრობამ ეკლესია დაკეტა, კარი აქოლა. ეს დიდი ცოდვაა. ამას გვიან მიხვდებიან.მომავალში ბოლნისში აშენებული მეჩეთი დაინგრევა, დაიწვება, ვხედავ. ფრთხილად! და ეს მოხდება არა მხოლოდ ბოლნისში.მთავრობაში მოდიან მეცნიერები, ეროვნული ხალხი და ყოველივე იქნება ღია, არა დაფარული. საქართველო ქართველებისაა და არა სხვა ერებისა. ვხედავ, სკოლები იხურება − არაქართული სკოლები. საერთოდ, ყველაფერი მხოლოდ ქართულად იფუნქციონირებს.რაც შეეხებათ სხვა ტომებს, ისინი გაედინებიან საქართველოდან...ვხედავ, გამოდის კანონი, რომელიც მათ აიძულებს, დატოვონ საქართველო... თუ გინდათ საქართველოში ცხოვრება, იარეთ ქართულ სკოლებში, ისწავლეთ ქართული.
2007 წელი, 11 დეკემბერი
აზერბაიჯანის მთავრობა იძულებული გახდება, საინგილოში არსებულ ქართულ ეკლესიასთან დაკავშირებით, რომელიც დახურეს და ამის მიზეზად სულელური ვერსიები დაასახელეს, გადაწყვეტილება შეცვალოს. ვხედავ, მომავალში ეკლესია ისევ მოქმედია და ისევ ირეკება ქართული ზარი!საინგილო საქართველოა და ამას აზერბაიჯანი ვერაფრით გადაკეტავს, ვერ გააქრობს. ასეთია უფლის ნება! მომავალში მათ მოუწევთ ძირძველი ქართული კუთხის დატოვება.საერთოდ, დადგება დრო, როცა მსოფლიოში იწყება ტერიტორიების გადანაწილების საკითხის განხილვა.ვხედავ, საქართველო ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მსოფლიოს რუკაზე. ეს ჯერ კიდევ 1987 წელს ვიწინასწარმეტყველე. ამიტომ ვხედავ, რომ ამერიკა-ევროპისთვის ერთმორწმუნე საქართველოს ტერიტორია მნიშვნელოვანი თემა გახდება.ეს, ალბათ, შორეული წინასწარმეტყველებაა, მაგრამ მაინც ვიწინასწარმეტყველებ, რასაც ვხედავ: მომავალში საქართველო ტრაპიზონამდეა გადაჭიმული. თურქეთი, რომელიც აღიზიანებს ამერიკას, იძულებული გახდება, დათმოს ქართული მიწის ეს ნაწილიც. ყოველივე ასრულდება ასი პროცენტით