loader

"ასე როგორ დაეცი?! როგორ იკადრე ის, რაც იკადრე?! შენს სიტყვას ფასი რომ არ აქვს, არაერთხელ დაგიდასტურებია შენი უნიჭო საჯარო განცხადებებით" - მარიკა დათუკიშვილი ნიკა მელიას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ასე როგორ დაეცი?! როგორ იკადრე ის, რაც იკადრე?! შენს სიტყვას ფასი რომ არ აქვს, არაერთხელ დაგიდასტურებია შენი უნიჭო საჯარო განცხადებებით" - მარიკა დათუკიშვილი ნიკა მელიას

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პარლამენტის და თბილისის საკრებულოს ყოფილი მაჟორიტარი, მარიკა დათუკიშვილი სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას მიმართავს.

"მაღალი წარმოდგენის არც არასოდეს ვყოფილვარ შენზე, ღირებულებების დეფიციტი რომ გაქვს, ეგეც ბევრი წელია ვიცი, შენს სიტყვას ფასი რომ არ აქვს, არაერთხელ დაგიდასტურებია შენი უნიჭო საჯარო განცხადებებით თუ პირადი კომუნიკაციებით, მაგრამ ასე როგორ დაეცი, როგორ იკადრე ის რაც იკადრე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, "ფეისბუქ"-მეგობრებიდან ამომშალე და ეს არაა სიცრუე, როგორც შენ აღნიშნე. როდესაც გკითხეს რატომ ქენი ესო, განმარტებაც გააკეთე-ძალიან მლანძღავს და იმიტომო.

რაც შეეხება იმ აბდა-უბდას, რომ განაწყენებული ვარ საკრებულოში მესამეჯერ არ მოხვედრის გამო, შენ ხომ ყველაზე კარგად იცი რომ იდიოტობა თქვი. გთხოვე სიაში ჩაწერა, მოციქულები მოგიგზავნე შუამავლად, სადმე სურვილი გამოვთქვი, რომ საკრებულოს წევრობა კიდევ მინდოდა თუ რატომ თქვი ეს სამარცხვინო ტყუილი?

ერთმა კარგმა ადამიანმა, როდესაც მთხოვა საარჩევნო კამპანიაში დავხმარებოდი, შევპირდი დაგეხმარები მას შემდეგ, როგორც კი სიების ფორმირება დასრულდება და ცესკოში შევათქო, იმიტომ რომ გონებასუსტი ადამიანებისთვის ტანჯვები არ გამეჩინა ჩემი აქტიურობით, მაგრამ რად გინდა, გამოხვედი და დააბრეხვე სისულელე. ჩემი საკრებულოს წევრობაში თურმე წვლილი მიგიძღვის, ჯერ ერთი ვის რას ამადლი, დაუმსახურებლად მოვხვდი სადმე? და მეორე- შენ რა შუაში ხარ, როცა 2014 წლის საკრებულოს სიის ფორმირება ენმ თბილისის თავმჯდომარე გიგი უგულავას პასუხისმგებლობა იყო? რაც შეეხება 2017 წლის საკრებულოს სიას, აბა გაიხსენე როგორ სამარცხვინოდ მოიქეცი, რა სცენები დადგი, რა ტყუილები შეთხზე, კულუარულად როგორ დამიპირისპირე ადამიანები, ამას ვერც გავიგებდი, გაფართოებულ პოლიტსაბჭოზე რომ არ გაეჟღერებინა შენგან შეცდომაში შეყვანილ პოლიტსაბჭოს ერთ-ერთ წევრს.

დიდი ბიჭი ხარ უკვე და წესით უნდა გესწავლა პოლიტიკაში ქცევის წესები, მაგრამ ამდენ წელში ვერც ვერაფერი ისწავლე და ლიდერადაც ვერ ჩამოყალიბდი, დიდი ხანია ამოწურე თავი, მაგრამ ღირსეულ წასვლას ღირსება და გამბედაობა უნდა, ვერ ვიტყოდი რომ რომელიმე შენი ძლიერი მხარეა", - წერს მარიკა დათუკიშვილი.