loader

უმძიმესი ავარია იმერეთში - ავარიას იმერეთში 2 ადამიანი ემსხვერპლა - ერთი სასულიერო პირია, მეორე კი 8 წლის ბავშვი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი ავარია იმერეთში - ავარიას იმერეთში 2 ადამიანი ემსხვერპლა - ერთი სასულიერო პირია, მეორე კი 8 წლის ბავშვი

ქუთაისში, სამტრედიის საგზაო მონაკვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ავარიისას მსუბუქ ავტომობილში მსხდომი ოთხი ადამიანიდან ორი დაიღუპა.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, დაღუპულთაგან ერთი სასულიერო პირია, მეორე კი - 8 წლის ბავშვი.

ორი ადამიანი, მოზარდი და ტრაილერის მძღოლი, სამტრედიის "ჯეო ჰოსპიტალის" კლინიკაშია გადაყვანილი.