უმძიმესი კადრები ვარკეთილიდან, რას ჰყვება თვითმხილველი, რომელმაც საკუთარი თვალით დაინახა, როგორ დაგლიჯა პიტბულმა 3 ადამიანი - "7 ტყვია დასჭირდა"
უმძიმესი შემთხვევა ვარკეთილში გუშინ, საღამოს მოხდა. პიტბული ასაკოვან ქალს თავს დაესხა, წააქცია და მძიმე დაზიანებები მიაყენა. როგორც თვითმხილველი "პალიტრავიდეოსთან" საუბრისას აღნიშნავს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ადგილობრივები საკუთარ ძაღლებს ასეირნებდნენ.
ქალის დასახმარებლად პატრონი მივიდა და ძაღლმა მასაც მძიმე დაზიანებები მიაყენა. ადგილობრივებმა პატრული გამოიძახეს, თუმცა სანამ პატრული და სასწრაფო ადგილზე მივიდა, პიტბულმა 3 ადამიანის დაგლეჯა მოასწრო.
თვითმხილველი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, "პალიტრავიდეოსთან" ამბობს, რომ დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ყველაზე მეტად ძაღლის მეპატრონე დაშავდა.