ლევან ხაბეიშვილი მელია-კეზერაშვილს შორის დაპირისპირებაზე პირველ კომენტარს აკეთებს
"ოპოზიციური ტელევიზიის დამფუძნებელზე შეტევა არასწორია" - ლევან ხაბეიშვილი მელია-კეზერაშვილს შორის დაპირისპირებაზე პირველ კომენტარს "ტვ პირველთან" აკეთებს.
ნიკია მელიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო, ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.