loader

"ჩაგეხუტები და მოგკლავ, კლავს ადამიანებს" - თუ სახლში პატარა გყავთ, ამ საშიში სათამაშოს შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩაგეხუტები და მოგკლავ, კლავს ადამიანებს" - თუ სახლში პატარა გყავთ, ამ საშიში სათამაშოს შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ!

ერთგული მეგობარი თუ ფსიქოლოგიური ტრავმების მაპროვოცირებელი სათამაშო. არაკეთილგანწყობილი სახე, ბასრი კბილები, ლურჯი, ფუმფულა ზედაპირი და გრძელი კიდურები - დღეს ჰაგი ვაგიზე მოგიყვებით, რომელსაც ფსიქოლოგები ნელი მოქმედების ბომბს უწოდებენ.

სათამაშოს ბავშვის სოციალურ-ემოციური განვითარებისთვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არის ობიექტი, რომელიც მათ დამოუკიდებლობასა და კონკრეტული უნარების შესწავლაში ეხმარება.

ამ დროს ხდება ანიმიზაცია, გასართობი საშუალების გაცოცხლება. სწორედ წარმოსახვის უნარის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სათამაშოს გამოსახულება. მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ლურჯი, ფუმფულა ზედაპირის მიღმა ბასრკბილებიანი მონსტრი დგას? ინტერნეტთამაშის გმირი, რომელიც ჩახუტებით კლავს. ემპათიის ნაკლებობა და ასოციაციების რღვევაა, "ჰაგი ვაგი" ამ დახასიათებით არაერთ დასკვნაში მოხვდა.