ვრცელდება ე.წ. კანონიერი ქურდის, "გრიშა მასკოვსკის" ვიდეომიმართვა
ე. წ. კანონიერი ქურდი “გრიშა მასკოვსკი” იმ პატიმრებს მიმართავს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის მხარეს საომრად მიდიან და მათ “აზრზე მოსვლისკენ” მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი “ბო**ების” სტატუსს ჰპირდება.
“გრიშა მასკოვსკი” ამბობს, რომ პატიოსანი კაცი ხელში ავტომატს არ აიღებს და არ წავა ქალების, ბავშვებისა და მოხუცების დასახოცად.
მისი თქმით, უკრაინა კი არ დაესხა თავს რუსეთს, არამედ რუსეთის ხელისუფლება ეომება უკრაინელ ხალხს.
“თქვენ იქ საომრად კი არ მიდიხართ, სამარადიოროდ მიდიხართ. ამიტომ გეუბნებით პირდაპირ, როგორც გინდათ, ისე გაიგეთ: თუ ავტომატს აიღებთ და უკრაინაში საომრად წახვალთ, თქვენ იქნებით ბო***ბი!” – ამბობს “გრიშა მასკოვსკი” ვიდეომიმართვაში.