loader

ირანელი ქალების მხარდასაჭერად დღეს პარლამენტის წინ აქცია გაიმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირანელი ქალების მხარდასაჭერად დღეს პარლამენტის წინ აქცია გაიმართება

ელენე ხოშტარია პარლამენტის წინ ირანელი ქალების მხარდასაჭერად აქციას აანონსებს.

"თავისუფლებასთან ბრძოლა არავის მოუგია!

ირანელი ქალების მხარდასაჭერად დღეს, 18:00 საათზე, პარლამენტის წინ აქცია გაიმართება!

ირანში ქალების საპროტესტო აქციები არ წყდება. ისინი ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო 22 წლის მაჰსა ამინის მკვლელობას აპროტესტებენ და იბრძვიან საკუთარი თავისუფლებისთვის. აქციებზე დემონსტრაციულად წვავენ ჰიჯაბებს, იჭრიან თმას, ავრცელებენ ვიდეოებს.

მხარს ვუჭერთ, საკუთარი სიცოცხლის ფასად, ღირსებისა და თავისუფლებისთვის მებრძოლ ირანელ ქალებს!" - წერს ელენე ხოშტარია.