loader

დათის ახალი ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ატარებს ეტლს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დათის ახალი ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ატარებს ეტლს

შარ­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი 8 წლის დათი ქოქ­რაშ­ვი­ლის დედა სოციალურ ქსელში ახალ ვიდეოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, თუ როგორ ატარებს დათი ეტლს.

67777-1663853824.png

რამდენიმე დღის წინ დათი ქოქ­რაშ­ვი­ლი ის­რა­ე­ლის კლი­ნი­კი­დან გერ­მა­ნი­ა­ში გა­დაიყვანეს.

როგორც მოზარდის დედამ, ქრისტინე მამუკაშვილმა განმარტა, ისრაელმა თავისი რესურსი ამოწურა, რის გამოც ბავშვის სამკურნალოდ გადაყვანა გერმანიაში გადაწყვიტეს.

„ისრაელში ამოწურეს თავიანთი რესურსი და მეტს ვეღარაფერს გვიკეთებენ. ასე ვერ დაველოდებით მოვლენებს, ახლის ძიებაში ვართ… დიდი იმედი მაქვს, რომ გერმანიაში ამას გამოწვევად მიიღებენ და რაღაცას მოიფიქრებენ. ჯერჯერობით ვერაფერს გვპირდებიან, თუმცა იმედი არ გადაუწურავთ ჩვენთვის, ისრაელისგან განსხვავებით“, - განაცხადა ქრისტინე მამუკაშვილმა.

შეგახსენებთ, 31 მარტს თბი­ლის­ში, შარ­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად 8 წლის დათი ქოქრაშვილი მძი­მედ და­შავ­და. დაშავებულს საქართველოში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 5 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ბავ­შვი ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბით იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში იბ­რძო­და სი­ცო­ცხლის­თვის, შემ­დეგ კი ოჯახ­მა ის­რა­ელ­ში გა­და­იყ­ვა­ნა, სადაც რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.