loader

როგორ გავიმარტივოთ გადაადგილება "პიკის საათის" დროს თბილისის ქუჩებში - 3 რჩევა მევლუდ მელაძისგან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გავიმარტივოთ გადაადგილება "პიკის საათის" დროს თბილისის ქუჩებში - 3 რჩევა მევლუდ მელაძისგან

ქაოსი არის ერთ-ერთი მიზეზი, რაც ძალიან აფერხებს გადაადგილებას, მაგრამ ხალხი თავად ვერ მოიფიქრებს აქედან გამოსავალს, აქაც საჭიროა სპეციალისტების ჩარევა - ასე ეხმაურება სატრანსპორტო კოლაფსს თბილისის ქუჩებში ექსპერტი სატრანსპორტო საკითხებში მევლუდ მელაძე. როგორც მან რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, კარგია ახალი ავტობუსები და საავტომობილო ზოლები, მაგრამ გამოსასწორებელი კიდევ ბევრია.

ამასთან, სპეციალისტი მოსახლეობას 3 რჩევას აძლევს, თუ როგორ გავიმარტივოთ გადაადგილება თბილისის ქუჩებში.

პატივი ვცეთ ერთმანეთს და მაქსიმალური მოთმინება გამოვიჩინოთ; ქვეითად მოსიარულეებს ვურჩევდი, წინასწარ ისარგებლონ სპეციალური აპლიკაციით, გათვალონ დრო და გადაწყვიტონ, აწყობთ თუ არა ესა თუ ის მარშრუტი. სახელმწიფოს წარმომადგენლებს მინდა ვუთხრა, რომ მაქსიმალურად მოქნილი გახადონ გზები და დედაქალაქის სიმაღლეში ზრდა შეწყვიტონ.