loader

უახლესი კადრები რუსეთის ქალაქ პერმიდან, სადაც მომიტინგეების დასარბევად სპეცრაზმია მობილიზებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უახლესი კადრები რუსეთის ქალაქ პერმიდან, სადაც მომიტინგეების დასარბევად სპეცრაზმია მობილიზებული

რუსეთის ზოგიერთ ქალაქში მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ცნობები მომიტინგეების დარბევის შესახებ ვრცელდება ირკუტსკიდან, ულან-უდიდან და ხაბაროვსკიდან.

ირკუტსკის ცენტრალურ მოედანზე 60-ამდე ადამიანი მივიდა. არის დაპატიმრებები.

ტომსკში ასევე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი გოგონაა, რომელიც აქციაზე პლაკატით მივიდა: „არა [როსკომნადზორი]“.

ბევრს ეკავა პლაკატები წარწერით - "არა მობილიზაციას".

ნოვოსიბირსკში აქციის დასაშლელად პოლიციის სპეცრაზმი გამოვიდა.

ერთ-ერთი მედიასაშუალების ცნობით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთში სხვადასხვა ანტისაომარ აქციაზე, დაახლოებით, 16 500 ადამიანია დაკავებული.