loader

"იმის გამო, რომ მე ვარ სოსო გოგაშვილის შვილი, ივანიშვილი მართმევს ჩემს კუთვნილ 63კვ.მ ბინას" - სოსო გოგაშვილის ქალიშვილს ბინიდან ასახლებენ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იმის გამო, რომ მე ვარ სოსო გოგაშვილის შვილი, ივანიშვილი მართმევს ჩემს კუთვნილ 63კვ.მ ბინას" - სოსო გოგაშვილის ქალიშვილს ბინიდან ასახლებენ?

სოსო გოგაშვილის ქალიშვილი ნინი გოგიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ

"დღეს სააპლეციო სასამართლომ გვაცნობა, რომ არ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი ჩვენს საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით, მათ შორის ჩემს ორ ოთახიან სახლზე !

იმის გამო, რომ მე ვარ სოსო გოგაშვილის შვილი, რომელიც არის ბიძინას პირადი პოლიტპატიმარი, ივანიშვილი მართმევს ჩემს კუთვნილ 63კვ.მ ბინას, სადაც ჩემს შვილთან ერთად ვიცხოვრე 7 წელი, რომელიც შევიძინე საბანკო სესხით, რომელსაც ასევე 7 წელი ვიხდიდი და რისი დამადასტურებელი დოკუმენტებიც წარმოვადგინე, მაგრამ დღეს საქართველოში კანონს არ აქვს არანაირი ძალა!

დღეს, მე და ჩემი შვილი ბიძინა ივანიშვილის და რუსული ოცნების წყალობით ვეღარ ვცხოვრობთ ამ ბინაში, მაგრამ აუცილებლად დადგება დღე, როცა ისევ ჩემს შვილთან ერთად გავიღვიძებ ამ სახლში და კვირის ბოლოს ისევ ერთად წავალთ მამას და დედას სანახავად ვარაზის ქუჩაზე, როგორც ადრე! 

ვისაც ამ უსამართლობაში და ჩვენს პოლიტიკურ დევნაში მცირე წვლილი მაინც მიგიძღვით და გიხარიათ, მეცოდებით ნაძირლებო, ღმერთი პასუხს გაგებინებთ!" - წერს ნინი გოგიშვილი.