რუსეთის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქცია გაიმართა - რა ხდებოდა მობილიზაციის საწინააღმდეგო გამოსვლებზე
ირკუტსკში, ულან-უდეში, ხაბაროვსკსა და ტომსკში საპროტესტო აქციები გაიმართა. მოსახლეობა მობილიზაციის წინააღმდეგია.
ტომსკსა და ირკუტსკში დაკავებები უკვე დაიწყო, დანარჩენ ქალაქებში კი მცირერიცხოვანი გამოსვლები ამ დრომდე გრძელდება.
“ჩვენს ქმრებს და მამებს არ სურთ სხვა ქმრებისა და მამების დახოცვა“ - ეწერათ პლაკატზე მოქალაქეებს, რომლებმაც აქცია ულან-უდეში გამართეს.
რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა დედაქალაქ ბურიატიის თეატრის მოედანზე. პოლიციამ გოგონას დაკავება სცადა, თუმცა აქციის მონაწილეებმა ის დაიცვეს.