loader

ტრაგედია და უმძიმესი კადრები - 22 წლის გოგონას ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო „მორალის პოლიციამ“ სიკვდილამდე სცემა, ირანელი ქალები აჯანყდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრაგედია და უმძიმესი კადრები - 22 წლის გოგონას ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო „მორალის პოლიციამ“ სიკვდილამდე სცემა, ირანელი ქალები აჯანყდნენ

22 წლის მაჰსა ამინის ტრაგიკული გარდაცვალების ფონზე, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ჰიჯაბის ტარების საწინააღმდეგოდ რამდენიმე დღეა პროტესტი არ წყდება. ირანელი ქალები პროტესტის ნიშნად თმას იჭრიან და ქუჩაში ჰიჯაბებს დემონსტრაციულად წვავენ.

ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ კვირას თეირანში ოჯახთან ერთად ჩასული 22 წლის მაჰსა ამინი ე.წ. „მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა. გოგონა დაკავების დროს ძმასთან ერთად იმყოფებოდა. 2022 წლის 13 სექტემბერს მაჰსა პოლიციამ ავტომობილში ჩასვა და ძმას უთხრა, რომ სასწავლო დაწესებულებაში გადაიყვანდნენ.

რამდენიმე საათში ოჯახს მაჰსა ამინის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ ამცნეს, ხოლო 16 სექტემბერს ექიმებმა მისი გარდაცვალება დაადასტურეს. გოგონა რამოდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა საბოლოოდ ტვინმა ფუნქციონირება შეწყვიტა. მისი სიკვდილი ტვინის მრავლობითმა დაზიანებამ გამოიწვია.

როგორც ჟურნალისტებმა დაადგინეს, მაჰსა სასტიკად იყო ნაცემი.

“მორალის პოლიციამ“ მაჰსას სკოლაში ყოფნის დროს სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ გოგონა ჯერ თავზე იკიდებს ხელს და შემდეგ ძირს ეცემა. იგი საავადმყოფოში გადაჰყავთ. პოლიცია ამტკიცებს, რომ სიკვდილი გულის შეტევამ გამოიწვია, თუმცა ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვიდეო დამონტაჟებულია. საქმის გამოძიებაში ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩაერთნენ.

მაჰსა ამინის გარდაცვალებას მწვავე რეაქცია მოჰყვა ირანის საზოგადოებაში, აგორდა საპროტესტო აქციების ტალღა. ადგილობრივი მოსახლეობა საჯაროდ იხსნის ჰიჯაბს და ანადგურებს მას ცეცხლში. ქალები იჭრიან თმას. საპროტესტო ტალღა უფრო მასშტაბური ხდება და მოიცავს რამდენიმე ქალაქს. გასულ ღამეს ცნობილმა გამოცემა "ალ-ჯაზირამ" დაადასტურა პირველი მსხვერპლი, რომელიც პროტესტს მოჰყვა.