loader

“მეტროში საცობს მგზავრები ქმნიან" - ვიქტორ წილოსანის განცხადებით, მგზავრებს არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ზოლში ვიმოძრაოთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მეტროში საცობს მგზავრები ქმნიან" - ვიქტორ წილოსანის განცხადებით, მგზავრებს არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ზოლში ვიმოძრაოთ

“ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ კადრს, სადაც ბაქანზე ადამიანები დარჩნენ“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა განუცხადა.

მისი თქმით, მეტროში მგზავრების მიერ შექმნილი საცობი ზოლში არასწორად მოძრაობითაა განპირობებული.

„მეტროში მოლოდინის დროსთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ დგას. მხოლოდ "ახმეტელის თეატრთან" და ვარკეთილის მეტროს შესასვლელთან დგას რიგები. მეტროს ვაგონები ბაქანზე არსებულ ყველა მგზავრს ემსახურება. ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ შემთხვევას, როცა მეტრომ გაიარა და ბაქანზე ადამიანი დარჩა. ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ კადრს, სადაც ბაქანზე ადამიანები დარჩნენ.

ანალოგიურია "სადგურის მოედანზე". გადასასვლელში მგზავრებს არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ზოლში ვიმოძრაოთ, შესაბამისად, ისინი საცობს ქმნიან, არ დგებიან საწინააღმდეგო მიმართულებით, ხდება შეფერხებები ერთმანეთთან და პრობლემა გვირაბის გამტარუნარიანობას ექმნება“ - აცხადებს წილოსანი.

წყარო