loader

"ეს ნაძირლები, მათხოვრები, მკვლელები... უნდათ, რომ პრეზიდენტი ჩამოდნეს და მოკვდეს" - გიორგი ბარამიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს ნაძირლები, მათხოვრები, მკვლელები... უნდათ, რომ პრეზიდენტი ჩამოდნეს და მოკვდეს" - გიორგი ბარამიძე

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე ამ­ბობს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა და ის ყო­ველ­დღე 300 გრამს იკ­ლებს.

ამის შე­სა­ხებ მან "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, არას­წო­რია, როცა "ვი­ღაც ინ­ტრიგ­ნე­ბი" სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან ითხო­ვენ, რომ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში ჩა­ერ­თოს, რად­გან "მას ამის თავი არ აქვს".

"მი­ხე­ილ სა­ა­კავ­შვი­ლი უნდა გა­დარ­ჩეს. ახლა სა­კი­თხი დგას მის გა­დარ­ჩე­ნა­ზე და მას ნუ მოვ­თხოვთ, რომ ჩარ­თუ­ლი იყოს პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, რომ შიდა კინ­კლა­ო­ბა­ში არ ერე­ვა.

მძი­მედ არის, კვდე­ბა კაცი. ყო­ველ­დღე 300 გრამს იკ­ლებს. ახლა ექი­მებს არ უშ­ვე­ბენ, ლი­ცენ­ზი­ას არ აძ­ლე­ვენ ეს მა­თხოვ­რე­ბი, ეს ნა­ძირ­ლე­ბი; სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი უნ­დათ, რომ ჩა­მოდ­ნეს და მოკ­ვდეს. ამას აკე­თე­ბენ ესე­ნი და ვი­ღაც ინ­ტრი­გა­ნი და მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი ითხო­ვენ, რა­ტომ არ აკე­თებს ყო­ველ­დღე კო­მენ­ტა­რებს მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზეო. ამ ბინ­ძურ სა­უბ­რებს ყვე­ლამ თავი და­ა­ნე­ბოს" - ამ­ბობს გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე.