loader

ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა - რუსეთის პრეზიდენტის მიმართვა, ორაზროვანი მესიჯებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა - რუსეთის პრეზიდენტის მიმართვა, ორაზროვანი მესიჯებით

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ.

მობილიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები 21 სექტემბერს დაიწყება.

პრეზიდენტის ბრძანებულებით, სამხედრო სამსახურს მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც რეზერვში არიან და პირველ რიგში, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.

„სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რუსეთის მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად არიან რეზერვში და, უპირველეს ყოვლისა, ისინი, ვინც მსახურობდნენ ქვეყნის შეიარაღებული ძალების რიგებში, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა მოქალაქეებისადმი დღეს დილით გავრცელებულ მიმართვაში.